2013-08-26 11:22:24
გიორგი აბაშიძე „ბათუმობის“ სიიდან ამოიღეს

 

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე ქალაქის დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრები სტუმრების სიიდან ამოიღეს. ამ ინფორმაციას „ალიასთან“ საუბარში თამაზ ბაკურიძე ავრცელებს. მისივე თქმით გაუგებარია რატომ ამოიღეს სიიდან გიორგი აბაშიძე, როდესაც ბათუმობაზე „ნაციონალებიც“ ჰყავთ დაპატიჟებული. ბაკურიძის თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ქაოსია და არავინ არ იცის ვის რატომ იწვევენ. მისი ინფორმაციით სიაში კახა თარგამაძე და შალვა ბრეუსიც არიან. გიორგი აბაშიძე სტუმრების სიაში პირველ ნომრად ეწერა. თავად გიორგი აბაშიძემ ერთი თვის წინ „პირველ რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბათუმობაზე დასასწრები მოსაწვევი არ მიუღია, შესაბამისად მან არ იცოდა ჩამოვიდოდა თუ არა ქალაის დღესასწაულზე. სტუმრების სიის ერთ-ერთი შემდგენელის ბათუმის საკრებულოს წევრის ალეკო ჩხარტიშვილის განცხადებით გიორგი აბაშიძე ბათუმის მერი იყო და ის დღესასწაულს უნდა დაესწროს. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ამოიღო ის სიიდან . 

ამავე თემაზე