2017-08-18 14:40:43
ფაქტია, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილთან მიმართებაში ყველა სამართლებრივ ნორმას გასცდა - ბასილაია

რა მოლაპარაკებები მიმდინაროებს ოლიგარქიულ რეჟიმებს შორის ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველა სამართლებრივ ნორმას გაცდა და არის პოლიტიკური დევნა-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატის ბექა ბასილაია. ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას ბასილაია უკრაინულ მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ვერ ისაუბრებს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, რადგან თვლის, რომ  ,,ოლიგარქიული რეჟიმები“ საერთო ენას პოულობენ, თუმცა ეს არ ხდება საერთაშორისო სამარტლებრივი ნორმების დაცვით/ ,,არ ვიცი რა ფორმის კომუნიკაცია აქვთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს ერთმანეთთან, თუმცა ერთნაირი ოლიგარქიული ინტერესი რომაა და საერთო ენას რომ პოულობენ პრანკერების ჩანაწერიდანაც გამოჩნდა. ამ დრომდე ჩვენს განცხადებაზე კი პროკურატურა წაყრუების პოლტიიკას მიმართავს და გამოძიებაც არ დაუწყია“-აცხადებს ბასილაია  ,,პირველ რადიოსთან“. მისივე თქმით, რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას,რომ მათ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან  აქვთ კომუნიკაცია და სამართლებრივ ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, ბასილაია ამბობს, რომ ეს ფარსია. ბასილაია ამბობს, ლრომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან და იუსტიციის სამინისტროზე, ექსტრადირების ან წითელ ცირკულარსი ჩასმის მოთხოვნა აღიქმება უკვე არასერიოზულად. ,,ორივე ხელის თითები არ გვეყოფა ჩამოსათვლელად,როცა პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა პირების ექსტრადირებაზე უარი განუცხადეს“- განაცხადა ბასიალამ ,,პირველ რადიოსთან“.

 

ამავე თემაზე