2017-08-17 14:32:18
მკველობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, შიმშილობას აცხადებს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული  ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. მისი ადვოკატის, დავით ცინცქილაძის განმარტებით, მიხეილ იაშვილის დაკავება მოხდა პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც ის მოწმის სახით წაიყვანეს დასაკითხად.

"ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ, მისი დაკავება მოხდა რამდენიმე წუთის წინ, ის თავს უდანაშაულოდ აცხადებს, პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობას იწყებს და ამასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს...

დაკითხვის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი დაკავების თაობაზე, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსისს 108-ე და 236-ე მუხლებით. მისი დაკითხვაზე გადაყვანა მოხდა იმ დროს, როდესაც ის იმყოფებოდა სახლში, ერეკლე უკლებას 7 ნომერში მთაწმინდაზე და ეძინა. მოხდა მისი ბინის ჩხრეკა და შემდეგ ის იძულებითი წესით წაიყვანეს განყოფილებაში, მოწმის სახით დაკითხვის მიზნით. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საღამოს საათებში დაალხოებით 23:00 საათზე", -აღნიშნა ადვოკატმა.

ამავე თემაზე