2017-08-15 12:35:17
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შეხვედრები რეგიონულ აგრო-ბიზნესთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონებში ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.  პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი რეგიონული ტურის ფარგლებში ხაშურში, ტყიბულში, საჩხერესა და ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც ბიზნეს-სექტორს შეხვდა და მათი პრობლემები, საჭიროებიები და ინტერესები  პირადად მოისმინა. 

შეხვედრების პირველ ნაწილში ნატო ჩიქოვანმა ადგილობრივ ბიზნესს პალატის სერვისები გააცნო. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე. პრეზენტაციები გაკეთდა DCFTA საინფორმაციო ცენტრის შესახებაც.  მეწარმეთა განსაკუთრებული დაინტერესება  საინფორმაციო ცენტრისა და “მოიძიე პარტნიორი“-ს სერვისებმა გამოიწვია. შეხვედრის მონაწილეთა თხოვნით, უკვე დაიგეგმა თაფლისა და ჩაის სექტორში დასაქმებულ მეწარმეებთან შეხვედრები, მათი სექტორული პრობლემებისა და ინტერესების შესახებ სასაუბროდ.  

შეხვედრებზე ყველაზე მეტი კითხვა  ევროკავშირის მოთხოვნებსა და იმ სტანდარტებს შეეხებოდა, რომლებიც ქართულმა პროდუქციამ ეტაპობრივად უნდა დააკმაყოფილოს. მეწარმეთა თმით,  რეგიონული აგრო-ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემატური საკითხები გადამამუშავებელი საწარმოების,  სამაცივრე მეურნეობებისა  და ლაბორატორიების სიმცირეს უკავშირდება. 

ასევე, მეწარმეთა მხრიდან გამოითქვა დაინტერესება გრძელვადიანი და პრაქტიკული სახის ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც ძირითადად პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოხმარებას და მსგავს საკითხებს შეეხება. 

შევხვედრები რეგიონულ ბიზნესთან პროექტის -  "ღია დიალოგი ბიზნესთან" ნაწილია, რომელსაც პალატა უკვე მეორე წელია ახორციელებს. 

ამავე თემაზე