2017-08-14 10:41:18
მკვლელობა ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა გამთენიისას მოხდა. ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
 

ამავე თემაზე