2017-08-13 12:45:43
სოფიო სომხიშვილი კადეტებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

სოფიო სომხიშვილმა  კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სომხიშვილმა, ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და კადეტთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე დაამარცხა პოლონელი კინგა ვოლშჩაკი, ბრაზილიელი ლუიზა კრუზი და ტუნისელი ფატი აბიდი.

საერთო ჩათვლაში, ჩვენი დელეგაცია მე-6 ადგილზე გავიდა: სომხიშვილის გარდა, საქართელომ კიდევ 3 მედალი მოიპოვა: ვაჟებში ჩემპიონი ლაშა ბექაური ( 73კგ.), გახდა, ლუკა კაპანაძე ვერცხლის (55 კგ.) მფლობელია, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (-63კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

სოფიო სომხიშვილმა (+70 კგ.) კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე დაამარცხა პოლონელი კინგა ვოლშჩაკი, ბრაზილიელი ლუიზა კრუზი და ტუნისელი ფატი აბიდი.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სომხიშვილმა. ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და კადეტთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა.

ამავე თემაზე