მღებრიშვილის "უარი" სააკაშვილის ექსტრადირებაზე - შსს სატელეფონო საუბრის ფაქტს არ ადასტურებს
2017-08-13 12:29:05 · ამობეჭდვა

ბლოგ Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. სადაც აცხადებენრ ომ მსგავსი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან.

„მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ 2 ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია.“- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახნსებეთ რომ Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.





გაზიარება და მოწონება