ჯანსულ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
2017-08-13 11:36:44 · ამობეჭდვა

პოეტი ჯანსულ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით ე.წ არამიანცის საავამდყოფოშია გადაყვანილი. პოეტის შვილის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ჯანსულ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება. ამ დროისთვის პოეტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 10 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.“- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065