ილია მეორემ ლომისას წმინდა გიორგის ხატი აკურთხა
2017-08-12 17:41:37 · ამობეჭდვა

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა გიორგის ხატი აკურთხა, რომელსაც ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ოთხმეტრიანი ხატი სენაკის მრევლის ინიციატივით დაიწერა, რომელიც დღეს მცხეთიდან საპატრიარქოში მიაბრძანეს. დღეს მას სამების საკათედრო ტაძარში, მოგვიანებით კი მლეთაში გადააბრძანებენ. საბოლოოდ წმინდა გიორგის ხატი ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში დაბრძანდება.

"მთავარი ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა ჩართულიყო ამ პროცესში. მარტო ერთი კაცი ვერ გასწევდა ამას. ყველა დაგვეხმარა, შეგვეწია, დაგვლოცა. ჩამოვედით თბილისში, პატრიარქმაც დაგვლოცა, მოეწონა ჩვენი იდეა და 9 თვის განმავლობაში დიდი შრომისა და ღვაწლის ფასად შეიქმნა ეს ხატი, რომელიც უნდა წაბრძანდეს ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში",- აღნიშნა ხატის ავტორმა, ემირიანე ჯიქიამ.







გაზიარება და მოწონება