,,ცდილობენ, რაღაც თანამედორე ტექნოლოგიური კამპანია ჩაატარონ, მაგრამ ეს ძალიან კურიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს“
2017-08-12 17:16:00 · ამობეჭდვა

,,ქართული ოცნების“ თბილსის მერობის კანდიდატს წინასაარჩევნო სტილს უწუნებს ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი. ამასთან ერთად, ხუხაშვილი ამბობს რომ კალაძე მომავალში დამოუკიდებელი ვერ იქნება. იგი ვერ იქნება დამოიკიდებელი, რასაც ის აკეთებს მაინცდამაინც ეფექტური არ არის - ამომრჩეველს უფრო ნეგატირტიურ ემოციებს უღვივებს ვიდრე პოზიტიურს. ცდილობენ რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიური კამპანია ჩაატროს, მაგრამ ეს ძალიან კურიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგი იქნება, თუ რაღაც ტრანსფორმაციას მოახდებენ, გადაჯგუფდებიან და რაღაც ნატურალურ კამპანიაზე გადავლენ. თუ ასე გაგრძელდება ეს მათ შანსებს შეამცირებს“,- აცხადებს ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში.







გაზიარება და მოწონება