2017-08-12 16:02:06
შეიძლება ხელისუფლებას პრობლემები შეექმნას - მეორე ტური თბილისში და ოპოზიციის ერთიანობა

ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტურის დიდ ალბათობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მეორე ტური გაიმართება იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებაა სუსტი და არა ოპოზიცია ძლიერი.

,,ამომრჩევლის უმრავლესობა თბილისში ფიქრობს რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია. მას არ მოსწონს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის კანდიდატი. ეძებს მესამე ტიპის ნეიტრალურ დამოუკიდებელ არჩევანს და ეს რათქმაუნდა მერე ტურის ალბათობას ზრდის. რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება პირველ ტურში, მეორე ტურის ალბათობა უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ პატარ-პატარ კანდიდატებს ძირითადად მიაქვს ხელისუფლების სადემოსტრაციო ხმები, რაც რისკს აჩენს რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ მოიგოს არჩევნებში. თუ მეორე ტური შედგა და მეორე ადგილზე გავიდა არა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არამედ დამოუკიდებელი კანდიდატი, ამ შემთხვევეაშ შეიძება ხელისუფლებას პრობლემა შეექმნას. იმიტომ რომ ნებისმიერი ნეიტრალური მესამე მხარე შეიძლება გახდეს ოპოზიციური რესურსის კაპიტალიზაციის წერტილი“,-  აცხადებს ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. 

ამავე თემაზე