განსაკუთრებული ცინიზმითაა აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტის ფონზე - თენგიზ ფხალაძე ხურჩაზე
2017-08-12 15:53:36 · ამობეჭდვა

აღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს და განსაკუთრებით არის ცინიზმით აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი "სტაბილურობა" მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ხურჩაში, რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება არცერთი მეტრი თავისი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას. გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმები იმისთვის, რომ არა მხოლოდ ცალკეული ინციდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, დასრულდეს“,- აღნიშნა ფხალაძემ.





გაზიარება და მოწონება