რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა დღეს დაასრულეს
2017-08-12 14:47:17 · ამობეჭდვა

ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა რუსმა ოკუპანტებმა დღეს დაასრულეს.

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილი 4 თვის წინ მიიტაცეს. თავდაპირველად, მათ საზღვრის მოსანიშნი ბოძები განალაგეს, დღეს კი მავთულხლართებით შემოსაზღვრა დაასრულეს. სამუშაოები 4 თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩა ხურჩასა და შამგონას მოსახლეობის ყანები და საძოვრები.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065