შსს ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2017-08-12 13:37:08 · ამობეჭდვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ღამით ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას აცრცელებს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).







გაზიარება და მოწონება