,,მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა"
2017-08-12 13:32:11 · ამობეჭდვა

დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლისა და უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და ბევრი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანია, თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა, რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ, ერთიან, დაცულ ქვეყანას შექმნის. ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.







გაზიარება და მოწონება