21 წლის ბექა ხახუბია საქმეში მონაწილე პატრულის თანამშრომელბი გირაოთი გაათავისუფლეს
2017-08-11 15:07:58 · ამობეჭდვა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის 21 ბექა ხახუბიას, დაღუპვის საქმეში საპატრულო პოლიციის ყოფილ სამ თანაშრომელს, რომელებსაც უფლებომისების გადამეტების და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით ჰქონდათ ბრალი წარდგენილი, გორის სასამართლომ 1000 -1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიცია ბექა ხახუბიას დევნის ოპერაცია 16 მაისს განახორციელა. გორის გვირაბთან საპატრულო პოლიციამ ხახუბიას მანქანას გზა ტრაილერით გადაუკეტა. ხახუბიას მანქანა ტრაილერს შეეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ, რადგან შექმინილი სიტუაციიდან გამომდინარე მათ გადაწყვეტილება კანონიერად მიიღეს. საქმის არსებითი განხილვა გორის სასამართლოში 2 ოქტომბერს დაიწყება.







გაზიარება და მოწონება