მანდატურები და მასწავლებლები კვირაში ერთხელ მოსწავლეებს ვაშლებს დაურიგებენ-ჯეჯელავა(ვიდეო)
2017-08-11 12:16:59 · ამობეჭდვა

თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მასწავლებლები და მანდატურები მოსწავლეებს ვაშლებს დაურიგებენ, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

"ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვებმა შეჭამონ ვაშლი. სულ ასეთი თბილისში დაახლოებით 40 000 დან 60 000 მდე მოსწავლეა. ასევე, ვაპირებთ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა სკოლაში ბავშვებს გამოატანონ ვაშლი", განაცხადა ჯეჯელავამ.





გაზიარება და მოწონება