მოცეკვავე მილიონერის ქონება დაყადაღებულია
2017-08-10 12:20:48 · ამობეჭდვა

იტალიის სასამართლომ ,,მოცეკვავე მილიონერის" ჯანლუკა ვაკის ქონების ნაწილი დააყადაღა. იტალიური მედიის ცნობით, ყადაღა შეეხო ვილებს,იახტას და მის კუთვნილ აქციებს.

ყადაღის დადების მიზეზი კი ბანკიდან გამოტანილი10,5 მილიონი ევროს კრედიტის გადაუხდელობა გახდა.

იტალიური მედიის ცნობით, ვაკი ბიზნესმენია, თუმცა რეალურად ის ბიზნესით არ არის დაკავებული და მთელ დროს საკუთარი თავის სოციალური ქსელებით პოპულარიზაციას უთმობს. მხოლოდ ინსტაგრამზე მას 11 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ვაკი მდიდარი საოჯახო ბიზნესის წყალობით გახდა,თუმცა ის კომპანიის მართვაში არ მონაწილეობს







გაზიარება და მოწონება