,,გაზპრომის" შემოსავალი 11-ჯერ დაეცა
2017-08-07 17:51:05 · ამობეჭდვა

რუსული გაზის სახელმწიფო კომპანია გაზპრომის შემოსავალი 2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ამ დროსთან შედარებით თითქმის ნულამდე დაეცა. თუ 2016 წლის იანვარ ივლისში შემოსავალი 194,417 მილიარდი რუბლი იყო 2017 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 17,4 მილიარდია.
ამავე მონაცემების მიხედვით,2017 წლის მეორე კვარტალში, გაზპრომის ზარალი 90 მილიარდი რუბლია, მაშინ,როცა 2016 წლის აპრილ-ივნისში კომპანიამ სიმბოლური მოგება გამოიმუშავა-7,2 მილიარდი რუბლი.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, გაზპრომის ფინანსური მონაცემებიოს მკვეთრი გაუარესების მიზეზი შესაძლოა, რუბლის ევროსთან მკვეთრი გაუფასურება და კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების გადაფასება იყოს, რამაც ამორტიზაციის რაოდენობა გაზარდა.

2017 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სუფთა აქტივების ღირებულება 10,250 ტრილიონი რუბლია ,თუმცა 31 მარტს აქტივების ღირებულება 10,522 ტრილიონი რუბლი იყო ანუ ბოლო კვარტალში ღირებულება 281 მილიარდი რუბლით შემცირდა.





გაზიარება და მოწონება