ზაზა ფაჩულია ხვალ ქართველ გულშემატკივარს NBA-ის თასს წარუდგენს
2017-08-05 11:35:59 · ამობეჭდვა

NBA –ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში ხვალ, 6 აგვისტოს ჩამოვა და ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს.

მისმა გუნდმა "Golden State Warriors” ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "Cleveland Cavaliers” ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი 19:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენციას გამართავს.

ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთდ, რომელიც ამჟამად ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე გამოდის, ევრობასკეთისთვის მზადებას დაიწყებს.







გაზიარება და მოწონება