ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
2017-08-05 11:04:58 · ამობეჭდვა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8393 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.006 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.







გაზიარება და მოწონება