ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადადის-ზალკალიანი
2017-08-02 10:17:18 · ამობეჭდვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკანიანი, აცხადებს, რომ მაიკ პენსის მიერ გაკეთებული განცხადებები და გზავნილები იმას მოწმობს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ახალ დონეზე გადადის.

„განცხადებები რაც გაკეთდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ნატოსთან ინტეგრაციასთან, დეოკუპაციასთან და საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადადის,“ - განაცხადა დავით ზალკანიანმა.







გაზიარება და მოწონება