The Washington Post-"პენსი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთის ქმედებებს კი გმობს"
2017-08-02 10:13:35 · ამობეჭდვა

"პენსი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთის ქმედებებს კი გმობს," - სტატიას ამ სათაურით The Washington Post აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, მხარდაჭერა იმ ქვეყნებს გამოუცხადა, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხეს გრძნობენ.

სტატიის ავტორი წერს, რომ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის დროს მან შეერთებული შტატების სახელით დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცია, მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა და განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს არ მიიღებს არცერთი ქვეყნის პრეტენზიას, რომელიც ამ პრინციპს ძირს უთხრის.

"ვიცე-პრეზიდენტმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი გაუმჯობესებულ კანონპროექტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს. პენსი მიუთითებს, რომ აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება სურს, თუმცა ამისთვის მოსკოვმა ქცევა უნდა შეცვალოს," - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში გაკეთებულ განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა. მან Twitter-ის საშუალებით მაიკ პენსი შეაქო და მისი სიტყვიდან ციტატაც მოიყვანა: "ყოჩაღ ვიცე პრეზიდენტო! პენსი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

ვიზიტის შესახებ სტატიას ავრცელებს „ალ ჯაზირა“ სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მაიკ პენსმა კრემლის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოღების პირობა დადო.

წყარო:რუსთავი2







გაზიარება და მოწონება