მსგავს ვიზიტებს მოსკოვი პრობლემად განიხილავს,თუ ამას რუსეთის საზღვრის მიმართულებით ალიანსების და ინფრასტრუქტურის გაფართოება მოსდევს
2017-08-02 10:05:42 · ამობეჭდვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსა და ბალტიისპირეთში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტებს პრობლემად არ განიხილავს.დიმიტრი პესკოვის თქმით სუვერენული სახელმწიფოები ურთიერთობებს საკუთარი სურვილით ამყარებენ.

"მსგავსი თანამშრომლობა მოსკოვისთვის პრობლემად მაშინ იქცევა, თუკი ამას რუსეთის საზღვრის მიმართულებით სხვადასხვა ალიანსებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება მოსდევს," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.







გაზიარება და მოწონება