2017-07-30 15:40:19
ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში - სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017" (ფოტორეპორტაჟი)

ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით - ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2017" მასპინძლობს. 

ფართომასშტაბიანი სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  პრემიერის შეფასებით, ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორის" სახელს ატარებს, რაც უკავშირდება ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლას მსოფლიოში მშვიდობისთვის.  

„ღირსეული პარტნიორის" გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. სტუმრებმა და ღონისძიებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

ამავე თემაზე