წვრთნა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული - იან კელი
2017-07-30 15:31:11 · ამობეჭდვა

წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული - ეს განცხადება, საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ, მასშტაბური საერთაშორისო სწავლების - ღირსეული პარტნიორი 2017-ზე საუბრისას გააკეთა. შეერთებული შტატების ელჩმა სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვაში დაეხმარება. ელჩის თქმით, წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ამ წვრთნებში ამერიკის შეერთებული შტატები აჩვენებს, რომ საქართველოს გვერდით დგას. წელს ეს სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მრავალეროვნული გახდა. ეს წვრთნა არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის ეხმარება საქართველოს მისი უნარიანობის გაზრდაში, საერთაშორისო ოპერაციების დროს ოპერირებაში. მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს სხვა ერების საზოგადოებაში ინტეგრაციისას. ეს არ არის გამიზნული, როგორც აგრესიის რაიმენაირი სიგნალი,“ - განაცხადა იან კელიმ.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონია გაიმართა. სწავლება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.





გაზიარება და მოწონება