„ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ... პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ- სააკაშვილი
2017-07-29 12:47:46 · ამობეჭდვა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისგან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტს ელოდება. უკრაინულ ტელეარხებთან ინტერვიუში სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო არამხოლოდ უკრაინის კონსტიტუციის, არამედ საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი იცის და ეს უკრაინის პრეზიდენტს არ უნდა დაავიწყდეს. „პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ. მე უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, რას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.

„ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. მანდ კარგი რემონტია გაკეთებული, აეროპორტის დირექტორი ჩემი მეგობარია. იმედია, მომიძებნის კომფორტაბელურ ადგილს. ეს ხუმრობით. თუმცა, მე მოვძებნი შესაძლებლობებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.





გაზიარება და მოწონება