ეკა ხოფერიას გადაცემა დაიხურა
2017-07-27 20:55:40 · ამობეჭდვა

ტელეკომპანია ,,იმედზე" ეკა ხოფერიას გადაცემა დაიხურა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

,,ყველაზე მეტად არ მიყვარს დამშვიდობება !
წინ ახალი ეტაპია, ახალი გამოწვევები, ახალი გეგმები!
ძალიან დიდი მადლობა ჩემს გუნდს, ვინც ქმნიდა ამ გადაცემას. მადლობა ყველა სტუმარს, ვინც ყოფილა " ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" გმირი, თქვენ ყოველთვის მენდობოდით და მაკეთებინებდით გადაცემებს ჩემებურად)
ჰოდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა მაყურებელს. არ ვიცი, როგორ გამოვიდა და რატომ, მაგრამ მართლა სულ ვგრძნობდი თქვენს დამოკიდებულებას, სიყვარულს და ნდობას. ძალიან მაგრები ხართ და მაგრადაც მიყვარხართ. მე სულ მგონია, რომ ერთადერთი, რაც ნამდვილად მაქვს ჟურნალისტიკაში, ეს ჟურნალისტური ინტუიციაა. ყოველთვის ვგრძნობ და თითქოს ვიცი, როდის უნდა დამთავრდეს ერთი კონკრეტული ეტაპი, ერთი კონკრეტული და არა ჟურნალისტიკა. ეს უკანასკნელი ჩემი ცხოვრებაა და მის გარეშე მე არ ვარ ეკა.
" ეკა ხოფერიას თოქ-შოუ" დამთავრდა, იწყება რაღაც ახალი !
მიყვარხართ, მადლობა და შეხვედრამდე. ეკა ხოფერია, ჟურნალისტი. 27 ივლისი, 2017"-წერს ხოფერია.





გაზიარება და მოწონება