2017-07-25 11:05:31
ვინ არის მოწმე, რომელმაც დეკანოზ მამალაძეს აეროპორტში მისვლამდე "გარკვეული ნივთები" გადასცა?

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაიკითხება პირი, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აეროპორტში მისვლამდე ნახა და მისგან გარკვეული ნივთები მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით,  აღნიშნული პირი არის ბრალდებულის უახლოესი მეგობარი, რომელიც მას ეხმარებოდა „სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებაში“. მან მოწმის ვინაობის გამხელაზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა უარი განაცხადა. 
"ეს არის მოწმე, რომელმაც ერთ-ერთმა უკანასკნელმა ნახა ბრალდებული გიორგი მამალაძე აეროპორტში მისვლამდე და მას გადასცა სხვადასხვა ნივთი. ამ ნივთებს შორის იყო თუ არა ციანიდი, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კითხვები", - განაცხადა პროკურორმა. 

დღესვე "სკაიპის" საშუალებით, სასამართლოს ჩვენებას მისცემს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი. მისი დაკითხვა 14 საათზეა დაგეგმილი. 

 

ამავე თემაზე