ხანძარი ათონელზე ლიკვიდირებულია
2017-07-21 15:22:50 · ამობეჭდვა

ათონელის 27 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 5 კვადრატული მეტრის ფართობი.

ადგილზე მომუშავე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.







გაზიარება და მოწონება