,,ქართული მარში" ბათუმის აქციისთვის ემზადება
2017-07-20 00:08:39 · ამობეჭდვა

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა ზუსტად რომელ რიცხვში გაიმართება აქცია ბათუმში.

მისი თქმით, სამზადისი ბათუმში ე.წ. ,,ქართველთა მარშის“ გასამართად უკვე დაწყებულია და შესაბამის ფინანსებსაც მოიძიებენ.

,,16 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, არ შედგა იმიტომ ,რომ იყო ფინანსური პრობლემები. ჩვენი წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან ბათუმში მართავენ იქაურ საზოგადოებრიობასთან შეხვედრას და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბებდა ბათუმის აქციის საორგანიზაციო ჯგუფი და თარიღიც გახდება ცნობილი.

ახლაც ველოდებით შემოწირულობას ვისაც რამდენი შეეძლება უნდა მოხდეს ამ ფინანსების შეგროვება და შემდგომში რამოდენიმე ავტობუსის დაქირავება და წასვლა ბათუმში, მაგრამ დემონსტრატების ძირითადი ნაწილი უნდა იყვნენ ბათუმელები“-ამბობს ბრეგაძე.

ბერეგაძე ამბობს, რომ ე.წ. ,,ქართველთა მარშზე“ დაახლოებით 500 ამერიკული დოლარი დაიხარჯა და აქციაზე ადამიანების მოყვანაში ფული არ დახარჯვიათ. ბრეგაძე ამბობს, რომ ფინანსები ისევე არ დაჭირვებიათ, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს არ იყო საჭირო ფული.

,,ფინანსები დაიხარჯა მხოლოდ ხმის აპარატურაში რაც დაჯდა 200-300 აშშ დოლარი და მაისურების დაბეჭვდაში , 50 მაისური დავბეჭდეთ თითო ღირდა 15 ლარი, 300 დოლარი გამოგვიგზავნა ერთმა ემიგრანტმა დანარჩენი ჩვენ შევაგროვეთ ჩვენი ჯიბიდან.ჩვენ ფულით იქ ხალხი არ მიგვიყვანია, ისევე არ დაგვჭირვებია ფინანსები ,როგორც არ დაჭირვებია ეროვნული მოძრაობის დროს, იმიტომ რომ ეროვნულ ადამიანებს ფინანსები არ სჭირდებათ“-ამბობს ბრეგაძე.

ბრეგაძე ამბობს, რომ ბათუმის აქციისთვის 1000 ლარი დასჭირდებათ და ამას როგორმე შეაგროვებენ. ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ ბათუმის აქციაზე პროვოკაციები მოაწყონ და აცხადებს, რომ ამის საშიშორება უფრო რეალურია.

,,ვერ ვსაუბრობს ბევრ ისეთ საკითხზე, რადგან ეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხს ეხება, თუმცა ბათუმში ბევრად აქტიურად მოქმედებენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და პროვოკაციის მოწყობა უფრო ადვილად შესაძლებელია“- ამბობს ბრეგაძე.

რაც შეეხება ე.წ. ,,ქართველთა მარშზე“ ხელისუფლების მიმართ წამოყენებულ მოთხოვნებს , ბრეგაძე ამბობს, რომ პეტიცია დაამუშავეს იურისტებმა და მას ხვალ ჩააბარებენ, ამის შემდეგ კი დაელოდებიან ხელისუფლების რეაგირებას.







გაზიარება და მოწონება