კალაძე კორკოტაშვილის წინააღმდეგ - საგანგებო განცხადება 
2017-07-17 16:19:31 · ამობეჭდვა

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სავარაუდოდ "ქართული მარშის" წევრების მხრიდან თათია დოლიძეზე განხორციელებულ სექსუალურ მუქარას ეხმაურება.

კალაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც საჯარო პირებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს მიმართავს:

”ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის- სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ , მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში,"-ნათქვამია განცხადებაში.







გაზიარება და მოწონება