უკრაინის და აშშ-ს შავი სია - პუტინის მხარდამჭერი ლეპსის კონცერტი Black Sea Arena-ზე (ვიდეო)
2017-07-17 12:46:45 · ამობეჭდვა

22 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე კომპანია Berikoni Promotion რუსი მომღერლის ლეპსის კონცერტს გამართავს. ლექსი ბოლოს სამი წლის მანძილძე საქართველოში მეორედ ჩამოდის. მისი ბოლო კონცერტი საქართველოში სკანდალური იყო. (იხილეთ შესაბამისი ვიდეო http://pirveliradio.ge/index.php?newsid=377450 ) გარდა იმისა, რომ სპორტი სასახლესთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა კონცერტის ორგანიზატორმა ლეილა ასლანიკაშვილმა ტელეკონპოანია ,,მაესტროს“ გადამღები ჯგუფი დაცვის ოთახში ჩაკეტა. დაახლოებიტ საათნახევრის განმავლობაშ ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა.ლ ასლანიკაშილმა მაესტრო გადამღებ ჯგუფს მობილურები ჩამოერტვა და სამსახურდან გაყრითაც დაემუქრა. გრიგორი ლეპსის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა საქმესთან დაკავშირებით როგორც ცნობილია დასჯილი და დაკავებული არავინ არის. ლეფსი შეერთებული შტატების შავ სიაშია. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს სანქციები საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ლეფსი ფიგურირებს რუსეთის კიდევ 6 მოქალაქეს და ოთხ კონპანიას ეხება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმეში სამინისტროს სიაში მოხვედრილი ადამიანიები კავშირში არიან ევრაზიულ დანაშაულებრივ სინდიკატთან.

შეგახსენებთ, რომ რუსმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა, რომელმაც ყირიმის ანექსიის წინ რუსეთის კულტურის მოღვაწეების მიერ პუტინის მხარდასაჭერ წერილს ხელი არ მოაწერა, რუსეთის პრეზიდეტს დაგვიანებით გამოუცხადა მხარდაჭერა. რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეპსმა განაცხადა, რომ მისთვის ხელმოსაწერად არც არავის მიუმართავს და რომ მიემართა ხელს აუცილებლად მოაწერდა. „მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ჩემს პრეზიდეტს და ყველაფერს რასაც ის აკეთებს. მე მას ვენდობი და დიდ პატრივს ვცემ მას.... რუსეთისთვის როგორც ჩანს ძალიან კარგი იქნება თუ ყირიმი მის შემადგენლობაში იქნება და თუ პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა ეს ასე უნდა იყოს“,- აცხადებდა ლეპსი, როემლიც უკრაინის შავ სიაშია მოხვედრილი.





გაზიარება და მოწონება