პუტინს კარგად ვიცნობ - ვაჟა ლორთქიფანიძე
2017-07-17 12:21:02 · ამობეჭდვა

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვაჭა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის პუტინს კარგად იცნობს და რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა პატყივისცემას ქართველი ხალხის მიმართ. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პუტინი კარგად არის გათვითცნობიერებული აფხაზურ პრობლემაში და ისტორიაში და შესანიშნავად იცის, რომ აფხაზეთი ქართული ძირძველი მიწაა.

,,ვიდრე რუსეთში საქართველოს ელჩი ვიყავი, პუტინმა ბევრი თანამდებობა გამოიცვალა, როცა ის გავიცანი ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. შემდეგ ეფესბეს ხელძღვანელი გახდა და მერე უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. მთელი ამ პერიოდის განმვალობაში პუტინთან საკმაოდ ინტერსიური ურთიერთობა გვქონდა და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი ურთერთობა მას შემდეგაც გაგრძელდა რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავხდი, პუტინმა კი რუსეთის პრემიერ-მინიტრის პოსტი დაიკავა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ რომ პუტინი დეტალების დონეზეა გათვითცნობიერებული აფხაზურ პრობლემაში. აფხაზეთის ისტორიასაც შესანიშნავად იცნობს. ისიც კარგად იცის რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა. როგორც გითხარით პუტინს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ქართველების მიმართ ანტაგორისტული დამოკიდებული მისთვის არასდროს შემიმჩნევია. პირიქით, პირად საუბრებშიც და ოფიციალურ შეხვედრებზეც ყოვეთვის ხაზს უსვანდა თავის ძალიან დიდ პატიცისცემას ქართველი ხალხის მიმართ“, - აცხადებს ,,ასავალ-დასავალთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.







გაზიარება და მოწონება