ახალი დაკავებები მერიაში და კალაძის ბიზნეს ინტერესები?
2017-07-17 11:36:38 · ამობეჭდვა

,,დიდი ალბათობით, ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება"- ამ განცხადებას კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს.

მისივე თქმით,იმის გამო ,რომ ქალაქს მერია სამი წლის განმავლობაში არ ჰყავდა მერიას კლანური დაჯგუფებები დაეპატრონენ, ოთარ აბესაძე რომელიც პაიკი იყო სასურველ ვითარებაში გაწირეს. ხუხაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მერიაში დალაგდა ბიზნესსქემები,რომელტა ამოქმედებას სულმოუთქმელად ელიან,რაც შეეხება აბესაძე ,ხუხაშვილი ამბობს, რომ მაღალი თანამდებობისპირებთან ფოტოების გადაღებით და სოციალურ ქსელებში ხელისუფლების პირების დითირამბებით, გარკვეულ ინდულგენციას შეიქმნიდა,მაგრამ ასე არ მოხდა და ის ამას შეეწირა.

,,კახა კალაძის სავარაუდო მერობა დიდ ბიზნესგადანაწილებასთან იქნება დაკავშირებული-კალაძეს ჰყავს მთელი ჯგუფი ,რომლებიც სხვადასხვა ბიზნესით არიან დაინტერესებული. ბუნებრივია თუ კალაძე მერი გახდა ისინი ველის მოსუფთავებასა და საკუტარი სისტემის ცამოყალიბებას შეეცდებიან .დიდი რისკია ერთი ბიზნესკლანი მეორემ შეცვალოს, მერიაში არსებული ყველაზე დიდი ბიუჯეტის გამო სერიოზული ბიზნესინტერესები იკვეთება თანაც ეს არის უწყება, რომელსაც სამინისტროებისგან განსხვავებით ცენტრალური ხელისუფლებისგან გარკვეული ავტონომია აქვს აქედან გამომდიანრე ეკონომიკური აქტივობა მერიაში უფრო ნაკლებად კონტროლირებადია ის საქალაქო მეურნეობაა , სადაც ყველა მიმართულებიდან ფულის შოვნა შეიძლება-არქიტექტურის სამსახური ეკოლოგიის მიმართულება დასუფთავება და ა.შ. ამიტომ არავინ იცის კიდევ რას გამოსტყორცნოს ეს პროცესი,"-აცხადებს ხუხაშვილი ,კვირის პალიტრასთან".







გაზიარება და მოწონება