42 დახურული გადაცემა - ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში მხოლოდ "მოამბე" გავა
2017-07-17 09:14:56 · ამობეჭდვა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან საინფორმაციოს გარდა, ყველა სხვა გადაცემა ჩერდება. ერთდროულად 42 გადაცემა იხურება. რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი ვითარება და შეძლებს თუ არა ახალი პროგრამები ეთერში გასვლას ახალი სეზონიდან ან კონკრეტულად როდის გაიხსნება სეზონი, ჯერჯერობით უცნობია.

საკითხებზე დღეს სამეურვეო საბჭოს სამუშაო სხდომაზე იმსჯელებენ.ამ დროისთვის ბორდს კონკურსის წესით უკვე შერჩეული აქვს 9 გადაცემა. ყველა მათგანი სოციალურ და კულტურულ თემატიკას ეხება, არც ერთია პოლიტიკური. შერჩევის პროცესში გაჩენილ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ ბორდის კრიტიკულად განწყობილი წევრები.

„კითხვის ნიშნები არსებობს, მე ამიტომაც ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ამ კითხვების ნაწილზე მივიღო პასუხი. რომელი გადაცემები იქნება წარმოდგენილი, როგორ შეასრულებს პროგრამების არსებობის ვალდებულებას საზოგადოებრივი მაუწყებელი და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლოეს ეთერში არ არის გათვალისწინებული სავარაუდოდ, რომ ჩვენ ვიხილოთ გადაცემა, რომელიც დაკავშირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ტიპის გადაცემის არსებობა, პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონით,“ - აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე.







გაზიარება და მოწონება