2017-07-16 12:52:16
საქართველოში არსებობს პლურალიზმის პრობლემა - რებეკა ჰარმსი

საქართველოში არსებობს პლურალიზმის პრობლემა - ეს განცხადება, ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა გააკეთა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარმსი ამბობს, რომ  არის პრობლემა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ჰქონდეს წვდომა მედია ლანდშაფტთან. ჰარმსი "რუსთავი2"-ის საქმეზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი 

მისი თქმით,  „რუსთავი 2“ სამოქალაქო საზოგადოებას პოზიციების გამოხატვის თავისუფლებას აძლევს და სამაუწყებლო კომპანიის გაქრობით, ვითარება გაუარესდება.

„ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოში არსებობს პლურალიზმის პრობლემა. არის პრობლემა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ჰქონდეს წვდომა მედია ლანდშაფტთან. თუ „რუსთავი 2“ გაქრება, ვითარება უფრო გაუარესდება. მე ველაპარაკე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ისინი თანხმდებიან, რომ საქართველოში პლურალიზმის იდეა არ არის სერიოზულად დაცული,“ - აცხადებს რებეკა ჰარმსი.

ამავე თემაზე