2017-07-05 14:57:31
სინორი, ქათამი, კაიმაღი, ბორანო და ხაშლამა-ხულოს გამგეობას ერთი ვახშამი 3000 ლარამდე უჯდება

ხულოს რაიონის გამგეობას ,,სელიმობის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე  მხოლოდ ერთი ვახშამი, რომელშიც სინორი, ქათამი, კაიმაღი, ბორანო.  ხაშლამა (ღრმა თეფშებზე) შედის  2987 ლარი და 50 თეთრი უჯდება.

დღესასწაულისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5256 ლარი და 90 თეთრია გამოყოფილი.მეცნიერები, ისტორიკოსები, პედაგოგეგბი, რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ასევე სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები დაესწრებიან. 

ამავე თემაზე