2017-06-23 17:19:04
ჩვენთან არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ -კობახიძე

ჩვენთან არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი არ შეუძლიათ, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტული ტექსტების და ეს არის სამწუხარო რეალობა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპერტების შეფასებებს იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობაში შესაძლოა სამინისტროების რაოდენობა გაიზარდოს.

”მაინტერესებს სად წაიკითხეს ამ ექსპერტებმა, რომ იზრდება სამინისტროების რაოდენობა? - აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვერ აანალიზებენ რამეს, ვერ კითხულობენ. ეს არის პრობლემა ჩვენთან. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ე.წ. ექსპერტულ საზოგადოებას. არიან ექსპერტები, რომლებიც არ ჩანან, ესენი არიან ნამდვილი ექსპერტები და არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი არ შეუძლიათ, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტუილი ტექსტების. ეს არის სამწუხარო რეალობა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე