2017-06-23 13:46:48
ირაკლი მამალაძე სასამართლოში უკანა შესასვლელიდან შეიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პირველ მოწმედ, სავარაუდოდ, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძე იკითხება. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მია ზოიძემ განუცხადა, პროცესზე, რომელიც დახურულია, ირაკლი მამალაძე უკანა შესასვლელიდან შეიყვანეს.

"ბრალდების მხარემ მოითხოვა 15-წუთიანი შესვენება იმისთვის, რომ მოწმე მოეყვანათ. სავარაუდოდ, ეს იქნება ირაკლი მამალაძე, რადგანაც დავინახეთ, რომ უკანა შესასვლელიდან, დაცვასთან ერთად შემოიყვანეს სასამართლოში, თუმცა დაზუსტებით ჯერ კიდევ ვერ გეტყვით. ის ამ ეტაპზე სასამართლოში იმყოფება",- განაცხადა მია ზოიძემ.

ამავე თემაზე