2017-06-23 12:29:30
ყვარელში მამათილმა რძალს თოფი ესროლა

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამათილმა რძალს თოფი ესროლა. 26 წლის თამარ თამაზაშვილს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსი უტარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი ეჭვიანობას უკავშირდება. 75 წლის დიმიტრი გივიშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ ის დააკავა. მომხდარზე გამოძიება 19-108-ე - განზრახ მკვლელობის მცდელობის მხულით დაიწყო.

ამავე თემაზე