2017-06-23 11:04:51
"ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო " - საპატრიარქო ჩანაწერს ასაჯაროებს (ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება." ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე თემაზე