56 მილიონი ლარის უტენდერო ხელშეკრულებები მერიაში
2017-06-19 11:18:10 · ამობეჭდვა

"ახალი საქართველოს" ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიაში ტენდერის გარეშე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე საუბრობს. მისი თქმით 2016 წლის იანვრიდან 15 თვეში ნარმანიას მერიამ ( მხოლოდ ადმინისტრაციამ და საქალაქო სამსახურებმა ) ტენდერის გარეშე 56 000 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმეს.

"წარმოუდგენელი კორუფციაა თბილისის მერიაში და ამას ემატება ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული მილიონობით ლარის ხელშეკრულება. სამი წელია ნარმანიას ყველა ( არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები, მთავარი აუდიტი ) მოუწოდებს რომ ტენდერების გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებები კორუციის წყაროა და მოერიდოს მსგავს საქმიანობას . მიუხედავად ამისა აწყვეტილი აქვს მერს და ტემპს არ აგდებს რაზეც ეს კონკრეტული ციფრიც მეტყველებს. კვლევის შემდეგი ნაწილი მიეძღვნება იმ კომპანიებთან ინტერესებს ვისაც ტედნერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება ნარმანიას უწყებამ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა





გაზიარება და მოწონება