"პრეზიდენტის პოზიცია არის ძალიან სუსტი...ჩიხში შევიდა" - კობახიძე (ვიდეო)
2017-06-19 10:53:30 · ამობეჭდვა

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა ჩემს მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, სატელევიზიო დებატები საზოგადოებას საშუალებას მისცემდა, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე. მისივე თქმით, ის მზად არის კიდევ ერთხელ მიმართოს გიორგი მარგველაშვილს, რომ პრეზიდენტმა მიიღოს სატელევიზიო მსჯელობაში მონაწილება.

"ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პრეზიდენტს, რომ განხილვის ამ ფორმატს მივმართოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ძალიან ფართოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გამოვთქვავ იმედს, რომ პრეზიდენტი ამ ფორმატს მიიღებს და არ იტყვის უარს მონაწილეობაზე", - განაცხადა კობახიძემ.





გაზიარება და მოწონება