ღარიბაშვილი- „საიდან აღმოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ლაფანყურში“?
2013-04-15 13:12:05 · ამობეჭდვა
რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპარციის დროს? როგორც ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, ამ სპეციპარაციის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მალე მიიღებს.
„ფაქტობრივად, ლაფანყურის საქმის გამოძიების ბოლო ეტაპზე ვართ, ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება, რა მოხდა რეალურად ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს , საიდან აღმოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ლაფანყურში.ამ ძალიან ბუნდოვანი სპეცოპერაციის გარშემო ბევრ კითხავს გაეცემა პასუხი. გამოძიების დასრულებამდე თავს ვიკავებ პასუხისგან“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა



გაზიარება და მოწონება