2017-06-09 10:38:17
ზებრახაზი 39-ე სკოლის ეზოში

"39-ე სკოლა უსაფრთხო მოძრაობის კამპანიას შეუერთდა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შემოქმედებითი ზებრახაზი დახატეს.

"39-ე სკოლა, რომელიც გლდანში მდებარეობს, შეურთდა უსაფრთხო მოძრაობის კამპანიას.
დღეს მოსწავლეებმა და ელენე ხოშტარიამ სკოლის ეზოში შემოქმედებითი ზებრახაზი დახატეს.
ბავშვები, რომლებიც ამ ნახატს ნახავენ, აუცილებლად გაახსენდებათ მოძრაობის წესები. მათ საგზაო მოძრაობის წესებსა და კულტურაზე თავად მე ვესაუბრე.
ეს ბავშვები ისე კარგად აზროვნებდნენ, რომ აუცილებლად კარგი მოქალაქეები იქნებიან. მათ კარგი მასწავლებლები და მშობლები ჰყავთ." წერს გოგა ჩანადირი 

ამავე თემაზე