2017-05-22 10:05:14
"ეს არის ოთხი პიროვნების არალეგალური ბიზნესი" - ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯიხურები აიღეს

ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მერიის სამსახურებმა გვიან ღამით სუვენირებით მოვაჭრეთა ჯიხურები აიღეს.  ჯიხურების აღება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურების მეპატრონეები მერიის თანამშრომლებს ჯიხურების აღების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. მათ თქმით, ჯიხურები მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჯიხურების აღებას მერია ერთი წლის წინაც გეგმავდა, თუმცა მოვაჭრეთა წინააღმდეგობის გამო პროცესი დროებით შეჩერდა.

„ეს არის დაქირავებული პერსონალი ოთხი ბიზნესმენის მხრიდან, ისინი ყოველდღიურად უხდიან მათ ხელფასის სახით თანხას. ეს არის ოთხი პიროვნების არალეგალური ბიზნესი, რომლებთანაც მოლაპარაკებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. მათ ბიზნეს ინტერესებს ვერ გადავაყოლებთ ქალაქის კეთილდღეობას,“ - განაცხადა საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ.

 

 

 

ამავე თემაზე