2017-05-21 12:47:06
განადგურებული საზამთროს ბაღები, ვენახები და ნათესები - ძლიერი სეტყვა და წვიმა კახეთში

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო, ლაგოდეხის რაიონის სოფლები დაზარალდა. მძიმეა ვითარება საქობოსა და ჩადუნიანში, სადაც სეტყვამ საზამთროს ბაღები, ვენახები და ნათესები გაანადგურა. წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები. 

დაზარალებულები  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უმოქმედობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდას და საბანკო ვალდებულების შესრულებაში დახმარებას სთხოვს.

ადგილობრივმა გამგეობებმა ზარალის ოდენობის შესწავლა დღეს დილიდან დაიწყეს. 

ამავე თემაზე