ფარცხალაძე, გოგაშვილი და წოწორიას ძმა - ,,რაღაც ძალიან აყროლდა ივერიაში"
2017-05-20 00:09:43 · ამობეჭდვა

ოთარ წოწერიას სახლის ჩხრეკასა და მისი საცხოვრებელი სახლიდან არარეგისტრირებული იარაღის ამოღების ფაქტს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს უწოდებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი.
,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას, ბიბილაშვილი ამბობს, რომ გუშინ ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლის ჩხრეკა ბოლოს მიმდინარე მოვლენების გადაფარვის მცდელობასთან ერთად ნიშნავს იმასაც, რომ ,,ქართული ოცნება“ უკვე საარჩევნო ფაზაში შედის.

,, გადაფარვის მთავარი მცდელობა იყო საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვის ჩაშლა ფილარმონიაში.
მაგრამ ეს საქმე უფრო არის შანტაჟი და დაშინება. ეს არის ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლა და იმ შერჩევითი სამართალის გამოვლინება, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით. ფარცხალაძე და გოგაშვილს რომელბმაც პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ან ჩაიდინეს დანაშაული ან მხილებული არიან დანაშაულში არავინ არაფერს ეკითხება , თანამდებობეზეც რჩებიან და გავლენასაც ინარჩუნებენ, მეორეს მხრივ არის პატიოსანი ადამიანი, რომელსაც აქვს პროფილაქტიკა, მაგრამ არის ოჯახის წევრი იმ მოსამართლისა, რომელიც ძალიან დიდი დისკომფორტია ხელისუფლებისთვის.
შესაბამისად, როცა სახელმწიფო რესურსი ამაზე იხარჯება და არა რეალურ პრობლემებზეა, მაგალითად გოგაშვილსა და ფარცხალაძეზე, ეს ნიშნავს, რომ ,,რაღაც ძალიან აყროლდა ივერიაში“.“- ამბობს ბიბილაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება ჩხრეკას, როგორც ბიბილაშვილი აცხადებს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ეჭვი ჩნდება. მისი თქმით უწყების გაკეთებული განმარტება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ წოწერიას სახლის გასაჩხრეკად ძალიან ჰგავს საბჭოურ ფორმულირებას.
,,რაც შეეხება ჩხრეკას აღსანიშნავია ეს საბჭოთა ფორმულირება ,რომელიც გამოიყენა შსს-მ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ. ვიცით,რომ ერთი კვირა ცარიელი იყო სახლი, სადაც იყო რამდენიმე რეგისტრირებული იარაღი და აღმოჩნდა, რომ თურმე არარეგისტრირებული იარაღიც დასჭირდა მას. ბევრი მიზეზია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო პოლიტიკური თამაშის და დღის წესრიგის ნაწილი,“-ამბობს ბიბილაშვილი ,,პირველ რადიოსთან“.







გაზიარება და მოწონება