"ივანიშვილის ზემოქმედების იარაღი სინოდზე და მეუფე დიმიტრიზე" - ვინ ცდილობს მიტროპოლიტების შანტაჟს?
2017-05-20 00:08:22 · ამობეჭდვა

,,თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას განბცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმით პირადად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. როგორც ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას კუკავა აცხადებს, ამის დასტური თუდაც ის ფაქტია, რომ ციანიდის საქმის მოსამართლე ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლეა.
,,ვესწრებოდი პროცესს და სრულიად აშკარა იყო, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, ეს არის პროცესი, სადაც დაინტერესებული მხარე არის ბიძინა ივანიშვილი.
ეს ცხადი გახდა მაშინ, როცა ამ საქმეს მოსამართლედ დაუნიშნეს კაბელების საქმის მოსამათლე ბესიკ ბუგიანიშვილი.
როგორც კაბელების საქმე იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, ასეავეა ,,ციანიდის საქმე“.
ბუგიანაშვილის დანიშვნა ნიშნავს ,რომ ანგარიშს ჩაიბარებს ივანიშვილი,“- ამბობს კუკავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ივანიშვილის სურვილია, მოახერხოს ეკლესიის მართვა და ის ამიტომ ცდილობს სინოდის წევრების დაშანტაჟებას.
,,ეს ჩემი ვარაუდია, რომ ივანიშვილს უნდა დაშანტაჟებული ჰყავდეს მიტროპოლიტები. დღეს პროკურორები ამბობდნენ,რომ საქმეში არის ინტიმური ცხოვრების ამსახველი დეტალები, რა შუაშია აქ ინტიმური დეტალები, როცა მას ბრალი მკვლელობაში ედება და არა გაუპატიურებაში. ინტიმური ცხოვრების დეტალები საქმეში დევს იმიტომ, რომ დააშანტაჟონ მამა გიორგი,“-ამბობს კუკავა.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ივანიშვილის მიზანია, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აღიაროს დანაშაული და დაასახელოს რამდენიმე მიტროპოლიტი ,როგორც თანამონაწილე.

,,ხელისუფლების ამოცანაა საქმე დაიხუროს. ამ სისულელეებით მამალაძის ბრალს ვერ დაადასტურებენ. ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უნდა დათანხმდეს. მან უნდა დაასახელოს თანამონაწილეები, ჩემი ვარაუდით მეუფე დიმიტრი და შეიძლება კიდევ რამოდენიმე მიტროპოლიტიც კი იყოს სამიზნეში. შემდეგ მეუფე დიმიტრის არავინ დაიჭერს, მაგრამ ეს საქმე მეორე თაროზე შემოიდება, მაგრამ ეს გახდება ივანიშვილის ზემოქმედების იარაღი სინოდზე და მეუფე დიმიტრიზე. თუ ის შეეწინააღმდეგება ხელისუფლების პოლიტიკას ეს სისხლის სამართლის საქმე შეიძლება გახდეს აქტიური. რეალურად ეს არის ივანიშვილის მიერ საქართველოს ეკლესიის ხელში ჩაგდების სქემა,“- ამბობს კუკავა ,,პირველ რადიოსთან“.





გაზიარება და მოწონება